შეხვედრები დასრულდა
By

შეხვედრები დასრულდა

ხულოში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც მუნიციპალიტეტის 83-ევე სოფელში ხორციელდება ერთ მილიონამდე ლარი იყო მობილიზებული. ამ თანხის სოფლებზე გადანაწილებისა და მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსების მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობდა. იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სოფლებისთვის პრიორიტეტული პროექტების ერთობლივად შერჩევასა და დაგეგმვაში, შედეგად, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე ინიციატივები.

– „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარებაში. პრიორიტეტულია თითოეული სოფლის საჭიროების გათვალისწინება და იმგვარი პროექტების განხორციელება, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს“, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *