By
შეხვედრების მიზანი – სამომავლო გეგმების განსაზღვრა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, მოადგილე კობა ნაკაიძესთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და დასაქმების სააგენტოში სამუშაო შეხვედრები გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი სამომავლო გეგმების განსაზღვრა, მოსახლეობისთვის ჯანდაცვისა და დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით კოორდინაციის გაძლიერება, უწყებების მიმდინარე პროექტებისა და პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა იყო.