შეხვედრა – სიახლეების გასაცნობად
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის ინიციატივით, ბათუმის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე მერის მოადგილესთან ნუკრი დეკანაძესთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან ერთად დაესწრო. შეხვედრის მიზანი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული კანონმდებლობის, სიახლეებისა და სარეზერვო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაცნობა იყო.
აღინიშნა სამხედრო აღრიცხვის მიმართულებით, სერვისცენტრების მენეჯერების სათანადო ინფორმირების მნიშვნელობა, ვინაიდან მოქალაქეები, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციისა და განმარტებების მისაღებად, ხშირად მერიის სერვისცენტრებს მიმართავენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აჭარის რეგიონული ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა არველაძე, ცენტრის მასტერ სერჟანტი ზვიად პაქსაძე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბათუმის განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი აბესალომ ქარცივაძე, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი დავით ბოლქვაძე და ცენტრის ოფისის და მოქალაქეთა მიღების მთავარი სპეციალისტი ელდარ თავდგირიძე.