შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე – მინისტრი ქედაში სარეაბილიტაციო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო
By

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე – მინისტრი ქედაში სარეაბილიტაციო პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ქედაში, ირმა ხვიჩიას სარეაბილიტაციო ცენტრში, სამინისტროს პროგრამების მიმდინარეობას გაეცნო და პროგრამებში ჩართული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა. მოისმინა სერვისების შესახებ მათი მოსაზრებები და საჭიროებები.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან. სამედიცინო სერვისების გარდა, სამინისტრო აფინანსებს სხვადასხვა სახის რეაბილიტაციის კურსს, გასცემს 28 სახეობის დამხმარე საშუალებას, მხარდაჭერას უცხადებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლებს და ორსულებს. პროგრამებით ყოველწლიურად 5 500-ზე მეტი ბავშვი და ზრდასრული სარგებლობს, გამოყოფილა 13 მილიონ 500 000 ლარზე მეტი.

სამინისტრო სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდასაჭერად ყოველწლიურად ნერგავს ახალ პროგრამებს, ან აფართოებს არსებულს. წელს ამოქმედდა „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა, გაიზარდა „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” კურსების დაფინანსება და სეანსების რაოდენობა.

 

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *