შალვა პაპუაშვილი – საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპებით, რეგიონში არის ჩემპიონი
By

შალვა პაპუაშვილი – საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპებით, რეგიონში არის ჩემპიონი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საქართველო-ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია.

,, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ სულ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. მნიშვნელოვანია, როდესაც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობის სახით, უვიზო მიმოსვლის სახით, ინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის, ეს ყველაფერი აღრმავებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის, ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარი იხსნება და ეს თავისთავად, გავლენას ახდენს ქვეყნის კეთილდღეობის ზრდაზე.

პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგრესზეც.

,,საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპებით, რეგიონში არის ჩემპიონი, რაც ჯამში, უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას, რისი ბოლო შედეგიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

  • No Comments
  • ივნისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *