„შავი ზღვის დელფინი – 2026“
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „შავი ზღვის დელფინი 2026“ გაიმართა, რომელსაც მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
ფესტივალი 8, 10, 12 და 20 წლამდე ღია კატეგორიებში ჩატარდა. თითოეული ასაკობრივი კატეგორია ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად გაიმართა. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიდეს რეიტინგი დაითვალა.
ღონისძიებაში 100-მდე სპორტსმენი ჩაერთო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ამერიკიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.
სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ: მარიამ ჩარგეიშვილი (მწვრთნელი – რაფიელ ჩარგეიშვილი), მარიამ ბაიდოშვილი (მწვრთნელი – გიორგი კიკილაშვილი), ილია ერაძე (მწვრთნელი – კობა გაფრინდაშვილი), ანასტასია მამულაძე (მწვრთნელი – რაფიელ ჩარგეიშვილი), ანდრია გაფრინდაშვილი (მწვრთნელი – ბექა ახალაძე), ლილუ ალანია (მწვრთნელი – ირაკლი გეთია), ანეტა ქედელიძე (მწვრთნელი – გაიოზ ნიგალიძე), ნინი ნაკაშიძე (მწვრთნელი – ნესტან მახაჭაძე).
მწვრთნელთა კონკუსში გაიმარჯვეს: რაფიელ ჩარგეიშვილმა, ნესტან მახაჭაძემ, იამზე ბოლქვაძემ, გაიოზ ნიგალიძემ, ნოდარ ლორთქიფანიძემ.
ტურნირის დახურვის ცერემონიაზე ასევე, დაჯილდოვდნენ ფესტივალის ფარგლებში გამართული ბლიც-ტურნირების – „მამია ხარაზის თასისა“ და „შოთა ჭურკვეიძის თასის“ პრიზიორები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტ მამია ხარაზის ოჯახის წევრები. გამარჯვებულები მამია ხარაზის შვილიშვილმა და შვილთაშვილმა – სოფო და ანდრია ხარაზებმა დააჯილდოვეს.
ყველა კატეგორისს გამარჯვებულები მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ჩემპიონებს ასევე გადაეცათ თასი.
მანანა ძიძიშვილი