ქობულეთში მიწის მასისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
By

ქობულეთში მიწის მასისგან გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში  საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის ტექნიკა დილიდან ახორციელებს მიწის მასისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს.  ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 19 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში  გარკვეული შეფერხებები წარმოიქმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. უკვე განხორციელდა ამოტუმბვითი სამუშაოები.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტში ამ დრომდე  შემოდის შეტყობინებები არსებული მდგომარეობის შესახებ. მერიის ყველა სამსახური ეტაპობრივად გადის ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად.

სოფლებში ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს ქობულეთის მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისია განიხილავს.

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *