ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით ავტომობილები ძველი გზით ივლიან
By

ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით ავტომობილები ძველი გზით ივლიან

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რის გამოც მანქანები ძველი გზით გადაადგილდებიან.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით: „14 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა.

ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი) სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით“.

უწყების ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე სამუშაოების პერიოდში ჩაიკეტება ხუცუბნისა და კვირიკეს სატრანსპორტო კვანძებიც.

  • No Comments
  • მაისი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *