ფორუმი „პროფესიული განათლება და ბიზნესი: თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისათვის“
By

ფორუმი „პროფესიული განათლება და ბიზნესი: თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისათვის“

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ედნარ ნატარიძესთან ერთად, ფორუმს – „პროფესიული განათლება და ბიზნესი: თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისათვის“ დაესწრო.

,,ბიზნესსა და განათლებას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი განსაკუთრებით მკაფიოდ პროფესიული განათლების სფეროში გამოიხატება. საქართველოს სამთავრობო გუნდის პრიორიტეტია პროფესიული განათლების ხელშეწყობა. აჭარის მთავრობა ახორციელებს არაერთ პროგრამას ამ მიზნით, მათ შორის აღსანიშნავია პროფესიული მასწავლებლებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე 30-მა მასწავლებელმა მიიღო საერთაშორისო გამოცდილება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ გაცვლითი პროგრამების დამატებას პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვისაც“, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ ბიზნესის ინფორმირების ზრდას, წარმატებული პრაქტიკის გაზიარებასა და სახელმწიფოს, საგანმანათლებლო სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

ფორუმი გაიმართა აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესიული კოლეჯებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

  • No Comments
  • აპრილი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *