უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს საპატიმრო გირაო შეუფარდა
By

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს საპატიმრო გირაო შეუფარდა

უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე ირინა მუდრას „ფორესტ გამპის“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 60 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 20 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის უფლებით.

ირინა მუდრამ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ გირაოსთვის თანხების შეგროვებას შეეცდება.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, მუდრას სახლსა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, მუდრა ეჭვმიტანილია „ფორესტ გამპის“ საქმეში, რომელიც 150 მილიონი გრივნას უკანონო ლეგალიზაციას (გათეთრება) უკავშირდება, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოს გირაოს შესატანად. გალუშჩენკო, რომელიც „ენერგოატომის“ გარშემო არსებულ კორუფციულ საქმეში „მიდასი“ ფიგურირებს, მიმდინარე წლის თებერვალში, ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

ანტიკორუფციული გამოძიების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *