უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
By

უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.  ინფორმაციას   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი გამოიყენა, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული ,,ცხელი ხაზი“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *