უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
By

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა.

ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და ოჯახებისთვის გადაცემის საკითხთა საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელთან გოგი ფაცაციასთან ერთად, ყვავილებით შეამკეს.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია, მათი ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

  • No Comments
  • აგვისტო 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *