ტაჯიკეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია – აჭარაში
By

ტაჯიკეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია – აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ სირაბიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

არჩილ სირაბიძემ დელეგაციის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკური პროცესები, ასევე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებს შორის საუბარი ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სექტორში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

დელეგაციის შემადგენლობაში ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის საერათაშორისო ურთიერთობების, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, ასევე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის და სოფლის მეურნეობის და მიწის განკარგვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის სხვადასხვა სექტორის ფუნქციონირების გაცნობა და რამდენიმე ლოკაციის ადგილზე დაათვალიერება.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაკო თავდგირიძე ესწრებოდნენ.

 

  • No Comments
  • ივნისი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *