By
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას განაგრძობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამოები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმეების ნ. მ-ის (ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი №13) და ა. ნ-ის (ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა №26) კუთვნილ სასადილოებსა და მ. გ-ის კაფე-ბარში (ქობულეთი, აღმაშენებლის №376 ბ). დაფიქსირდა ასევე, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა, რის გამოც, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.