სი ძინპინი – ტაივანის საკითხმა, შესაძლოა, აშშ და ჩინეთი კონფლიქტამდე მიიყვანოს
By

სი ძინპინი – ტაივანის საკითხმა, შესაძლოა, აშშ და ჩინეთი კონფლიქტამდე მიიყვანოს

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის საკითხმა, შესაძლოა, აშშ და ჩინეთი კონფლიქტამდე მიიყვანოს. მედიის ინფორმაციით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ტაივანის საკითხი „ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად“ დაასახელა.

„სწორად თუ მოვაგვარებთ, ორმხრივი ურთიერთობები, საერთო ჯამში, სტაბილური დარჩება. სათანადოდ თუ არ მოვაგვარეთ, ორი ქვეყანა, შეიძლება, შეეჯახოს ერთმანეთს ან კონფლიქტიც წარმოიშვას, რაც მთელ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობას ძალიან საშიშ მდგომარეობაში ჩააგდებს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა და პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და მილიარდერი ილონ მასკი არიან.

 

  • No Comments
  • მაისი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *