By
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი წარადგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.