სახალხო დღესასწაულის წინ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს, მათგან კურორტებზე არსებული მდგომარეობისა და პრიორიტეტული საკითხების თაობაზე მოისმინა ინფორმაცია.
ქვეყნის და რეგიონის ხელისუფლების მიზანია უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდეს ის პროექტები, რომლებიც კურორტების განვითარებას შეუწყობს ხელს და გააუმჯობესებს როგორც ტურისტულ, ისე საბაზისო ინფრასტრუქტურას.
ისიც აღსანიშნავია, რომ გოდერძის უღელტეხილზე აქტიურად მიმდინარეობს ცნობილი კომპოზიციის – მიმანიშნებელი აბრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ახლოვდება „შუამთობა“. მთავრობის თავმჯდომარე კურორტ ბეშუმში ამ სახალხო დღესასწაულისთვის მოსამზადებელ სამუშაოებსაც გაეცნო. მოსახლეობასთან შეხვედრისას კი მათი საჭიროებები მოისმინა.
ბატონი ზურაბ პატარაძე ალპურ ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდა. ბაღი რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური სივრცეა და სასიხარულოა, რომ ალპინარიუმს სულ უფრო მეტი ვიზიტიორი სტუმრობს. ტერიტორიაზე დაგეგმილია ტურისტული და გასართობი ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„მთიან აჭარაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების და პროექტების მიმდინარეობას გავეცანით.ბეშუმში მყოფ დამსვენებლებთან შეხვედრისას მოვისმინეთ ის საჭიროებები და პრიორიტეტები, რომლებიც კურორტის შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს. ამასთან, აქტიური მზადება მიმდინარეობს სახალხო დღესასწაულ – „შუამთობისთვის“. აღსანიშნავია, რომ გოდერძის უღელტეხილზე მიმანიშნებელი აბრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიაქტიურ ფაზაშია. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა 41-მეტრიანი კონსტრუქცია, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება. ალპურ ბოტანიკურ ბაღში ყოფნისას გვითხრეს, რომ ამ უნიკალურ სივრცეს სულ უფრო მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტყრისტი სტუმრობს და სამომავლოდ, ახალი ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება, რაც ბაღს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციით გრძელდება აჭარის მთიანეთის გაძლიერება და ახალი ინიციატივებისა თუ პროექტების განხილვისას, პრიორიტეტების სწორად ფორმირება და ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინება,- თქვა ბატონმა ზურაბ პატარაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძე, კურორტ გოდერძის დირექტორი ფრიდონ პაპიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ცოტნე ცაბაძე