By
საქართველოში 2025 წელს 32 ბავშვი გაშვილდა…
2025 წელს საქართველოში 32 ბავშვი გაშვილდა, ხოლო მშვილებელ პირთა რაოდენობამ 1575 შეადგინა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 59 ბავშვი იყო.
ამავე უწყების განმარტებით, მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
შვილად აყვანის მსურველმა პირმა შესაბამისი განაცხადი, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს.