საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში
By

საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში

15 აპრილს ბათუმში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭადრაკში 8,10,12,14,16,18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომლის ორგანიზატორები  საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციებია,  მხარდამჭერები კი  საქართველოს სპორტის სამინისტრო და  აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

ყველა ასაკობრივი კატეგორია იმართება 9 ტურად შვეიცარიული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი წრიული სისტემით 7 ტურად. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 270-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

ტურნირი 23 აპრილს დაიხურება.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აპრილი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *