საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვს შეხვდა
By

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს როგორც განათლების მიმართულებით გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე, ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების გაანალიზებაზე, შესაბამისი პოლიტიკისა და მხარდამჭერი მექანიზმების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები – ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი დაესწრნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *