By
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საბერძნეთი სტუმრად, ოვერტაიმში, ანგარიშით 92:88 დაამარცხა.
ათენში გამართული დაპირისპირება თავიდან ბოლომდე დაძაბული და თანაბარი იყო. საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია ლიდერობდა, რომელმაც მეტოქესთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ძირითადი დრო ფრედ, 75:75 დასრულდა, გამარჯვებული კი დამატებით დროში გამოვლინდა.
ოვერტაიმში, მიუხედავად რატი ანდრონიკაშვილის და ალექსანდრე მერკვილაძის მოედნიდან გასვლისა, ქართველმა კალათბურთელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 29 ნოემბერს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.