საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბათუმის  საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა
By

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბათუმის  საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ წირვა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

საქართველოს მართლმადიდებლებისთვის ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენი ქვეყანა წმინდა მარიამ ღვთისმშობლის კალთის მფარველობის ქვეშაა.

  • No Comments
  • სექტემბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *