საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა ათწლეულებია წარმატებით ვითარდება
By

საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა ათწლეულებია წარმატებით ვითარდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს დაგლას უებს შეხვდა. მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, აჭარაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა ათწლეულებია წარმატებით ვითარდება. UNDP-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, რისკების მართვისა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. შეხვედრაზე მიმდინარე პროექტების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების გააქტიურებაზე იმსჯელეს და პარტნიორობის გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი ესწრებოდნენ.

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *