საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო
By

საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 829.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.0%-ით განისაზღვრა და 140.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 36.4%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 12.2% და 34.2%-ით და შესაბამისად, 120.1 და 45.3 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, წლიურად 13.4%-ით 98.9 მლნ აშშ დოლარამდე.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 12.3%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

 

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *