სატყეო ადმინისტრაციებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ტერიტორიულ ადმინისტრაციებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები მიმდინარეობს.
სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ უფროსმა ელდარ ცინცაძემ, მოადგილეებთან ავთანდილ მახარაძესა და გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, ხულოს, ქედისა და შუახევის სატყეო ადმინისტრაციებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
უწყების ინფორმაციით, ტერიტორიული ადმინისტრაციების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის, შენობების გადახურვას, ეზოების კეთილმოწყობასა და სხვა აუცილებელი სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.
ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია, ადმინისტრაციული შენობების სათანადო მდგომარეობის უზრუნველყოფა, მათი ფუნქციური გამართულობის გაუმჯობესება და სააგენტოს თანამშრომლებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა.
სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“ ტერიტორიული ადმინისტრაციების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს ეტაპობრივად აგრძელებს. შესაბამისი სამუშაოები არსებული საჭიროებებისა და განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით მომავალშიც განხორციელდება.
გალერეა
