სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
By

სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისიდან 21 მაისამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება აკაკი წერეთლის ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში.

მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა დაკავშირებულია იმედაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომელიც იმედაშვილისა და ბაქოს ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შედის მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო მიმართულებებში:

№1 – სევერიანე აჭარელის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა;

№1ა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა;

№4 – ბარათაშვილის ქუჩა –  ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;

№7 – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სულაბერიძის ქუჩა;

№7ა – სულაბერიძის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა;

№8 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა;

№11 – ბარათაშვილის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – თავდადებულის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – სოხუმის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე;

№12, №16 და №19 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

ასევე, შეიცვლება მიკროავტობუსების მოძრაობის მარშრუტები:

№21, №22, №26, №26ა, №33, №35 და №37 – ჭავჭავაძის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა – სევერიანე აჭარელის ქუჩა. უკუმიმართულება იგივე.

მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, გაითვალისწინონ აღნიშნული ცვლილებები.

  • No Comments
  • მაისი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *