სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
By

სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, მოინახულა სოფელ ორცვაში, ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მშენებარე, ნონა აბულაძის საცხოვრებელი სახლი.

ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის მიზანი ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახებისთვის პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლების მშენებლობას, სველი წერტილების მოწყობას, შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.

წელს, პროგრამის ფარგლებში, 3 ახალი სახლი შენდება – დოლოგანში, ორცვასა და პირველ მაისში. პროექტისთვის 372 000 ლარი დაიხარჯება.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ორცვაში გივი ნაკაშიძის და ჯამბულ აბულაძის სახლის მიმდებარედ, ფერდსამაგრი კედელი ეწყობა. სტუმრები სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდნენ.

წელს მუნიციპალიტეტში სულ 13 პროექტი განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 1 946 600 ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოებს მერთან ერთად, ადგილზე გაეცნენ მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ქემალ სალაძე.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *