სამიტზე ორმოცამდე ქვეყანა იქნება წარმოდგენილი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დღეს სამიტს გამართავენ, რათა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო გეგმა შეიმუშაონ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს სამიტში მონაწილეობას. ზოგი ლიდერი მის ეფექტიანობას სკეპტიკურად უყურებს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთმა ბრიტანეთის წინადადება სამიტზე ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის დასწრებასთან დაკავშირებით უარყო.
სამი წყაროს ცნობით, პარიზში გასამართ ღონისძიებას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი დაესწრებიან.
სამიტის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაში მონაწილეობას არც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არც ამერიკული ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ. მოსალოდნელია, რომ სამიტზე ორმოცამდე ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.