By
საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა აქტიურად გაგრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძის მიერ ეკონომიკურ საბჭოზე განსახილველად წარდგენილი საკითხები მიზნად ისახავდა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებას, რაც რეგიონის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა, რაც ეკონომიკური აქტივობის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.