საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა
By

საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და გარეგანათების სისტემა. ასევე, შესრულდა შესაბამისი საგზაო მონიშვნები.

მერიის ინფორმაციით, ახალი გზის მოწყობა სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პროექტი გააუმჯობესებს როგორც საავტომობილო საშუალებების, ისე ქვეითთა გადაადგილების პირობებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *