რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები
By

რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლისაკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ორსართულიანი და ერთი სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა, ასევე ერთი არასაცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

დაშავებულების შესახებ მონაცემები ზუსტდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.

  • No Comments
  • აპრილი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *