By
რეგიონს საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ
აჭარას ბულგარეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან ცნობილი საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ.
Vogue-ს, Harper’s Bazaar-ის, Zoe Magazine-ს, EVA magazine-სა და VOYAGE Magazine-ს წარმომადგენლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმოგზაურეს.
ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, ჟურნალისტები ღორჯომის ხეობასა და კურორტ ,,გოდერძიზე” იმყოფებოდნენ.
პრესტიჟული გამოცემების ყურადღების ცენტრში ბათუმელი დიზაინერის თაკო მექვაბიძის ახალი კოლექცია მოექცა, რომელიც აჭარული ნაქარგობების ინსპირაციითაა შექმნილი.
აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ჟურნალისტები მკითხველებს ეტაპობრივად გაუზიარებენ.