პროგრამის მიზანი – დაავადებების პრევენცია და დროული გამოვლენა
By

პროგრამის მიზანი – დაავადებების პრევენცია და დროული გამოვლენა

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის და მემთეურების ავადობის უფასო კვლევა დაიწყო. პროგრამის მიზანია დაავადებების პრევენცია და დროული გამოვლენა.

სამედიცინო გუნდის პირველი ვიზიტი ქედის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. კონსულტაცია და პროფილაქტიკური კვლევები სოფელ პირველი მაისის და  მახუნცეთის მოსახლეობას ჩაუტარდა. პროცესის მიმდინარეობას  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ფუტკარაძე გაეცნო.

სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმით, ნევროპათოლოგით, კარდიოლოგით, ენდოკრინოლოგით, ოფთალმოლოგით და რადიოლოგით. კონსულტაციისა და დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ, ექიმი გასცემს რეკომენდაციას, საჭიროების შემთხვევაში – მიზნობრივი მედიკამენტებს. პროგრამა ჯამში მოიცავს 18 ვიზიტს და იგი  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც რთულ გეოგრაფიულ პირობებში ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან იალაღებზე.

მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას უწევენ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები.

  • No Comments
  • აპრილი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *