პროგრამა 80 სამუშაოს მაძიებელს კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს
By

პროგრამა 80 სამუშაოს მაძიებელს კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ კახიძე, არაფორმალური განათლების აღიარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დიპლომებისა და სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ.

სამუშაოს 20 მაძიებელს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გადასცა. კურსდამთავრებულებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლება კოლეჯ „ბლექსში“ აჭარის დასაქმების სააგნეტოს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიარეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე სფეროში არსებულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. დაჯილდოვდნენ არაფორმალური განათლების აღიარების კომისიის წევრები და ექსპერტები, აჭარის დასაქმების სააგენტო კი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

პროგრამა მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა შეძენილი ცოდნისა და უნარების ოფიციალურ აღიარებას. პროგრამით დღემდე 345-მდე სერტიფიკატი და 10 დიპლომი გაიცა, რაც 80 სამუშაოს მაძიებელს კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • აპრილი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *