პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა
By

პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა

პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
ნინოობასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 10:00 საათზე, წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესთან დაკავშირებით, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში, ღია ტრაპეზზე შესრულდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. წირვას აღასრულებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) მღვდელმთავრებთან ერთად.

12:30 საათზე პარაკლისს აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.

მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

 

  • No Comments
  • ივნისი 1, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *