პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასებზე სახელმწიფო კონტროლი მკაცრდება
By

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასებზე სახელმწიფო კონტროლი მკაცრდება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების სახელმწიფო რეგულირების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.
კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების რეგულირებას განახორციელებს, ხოლო დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევისთვის, ბიზნესოპერატორებს სანქციები დაეკისრებათ.
პირველი დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები გაფრთხილებას მიიღებენ, განმეორების შემთხვევაში კი 5 000 ლარით დაჯარიმდებიან. თუ სამართალდარღვევა პირველი გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში მესამედ ან მეტჯერ განმეორდება, ჯარიმის ოდენობა 30 000 ლარს მიაღწევს.
მთავრობის განმარტებით, ცვლილებების მიზანია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების თვითნებური ზრდისა და არამართლზომიერი ფასთწარმოქმნის პრევენცია, რაც ფერმერებისა და საბოლოო მომხმარებლების ეკონომიკური ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს.

  • No Comments
  • ივნისი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *