პარლამენტმა წვევამდელთა გაწვევის წესში ცვლილებები დაამტკიცა
By

პარლამენტმა წვევამდელთა გაწვევის წესში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“, რომლის მიხედვითაც წვევამდელთა ჯარში გაწვევა ახალი წესებით განხორციელდება.
კანონის თანახმად, უწყების ჩაბარება შესაძლებელი იქნება როგორც პირადად, ისე მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ელექტრონული ფოსტითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით. თუ პირი შეტყობინებას არ უპასუხებს, ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება და 7 დღის შემდეგ ჩაბარებულად ჩაითვლება.
ცვლილებები ეხება პროფესიულ სამხედრო სამსახურსაც -კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში პირი ავტომატურად 8-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გადავა, თუ გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი არ ექნება.
ასევე, კონტრაქტის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა სამხედრო სამსახურის დასრულებამდე გადავადდება, შემდეგ კი სრულად გაუქმდება.

  • No Comments
  • მაისი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *