By
ნიკოლოზი ამჯერადაც პირველია
ნუკრი ივანაძე შუახევის სპორტული ცენტრის მწვრთნელია. იგი ჭაბუკებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ავარჯიშებს. წარმატებულ სპორტსმენთა შორისაა მისი შვილი ნიკოლოზი, რომელმაც წელს, თებერვალში, ქუთაისში გამართულ ჯემალ კოსტავასა და ილია ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში პირველი წარმატება მოიპოვა.
ამ დღეებში ბაღდათში ჩატარდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისა და სპორტის ოსტატის თეიმურაზ ვაშაყმაძის სახელობის V რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 2014–2015 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. ტურნირის მიზანი იყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პოპულარიზაცია და განვითარება როგორც რეგიონებში, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ტურნირზე 35 კგ წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი შუახევის სპორტული ცენტრის მოჭიდავე ნიკოლოზ ივანაძემ დაიკავა.
ცოტნე ცაბაძე