მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად
ქედის მუნიციპალიტეტში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს, მოქალაქეთა უფლებებსა და მათი დარღვევის შემთხვევაში სააგენტოსთვის მიმართვის შესაძლებლობებს. მოსახლეობა გაეცნო ახალ პორტალს, რომელიც შექმნილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, მოკლევადიანი ღონისძიებების ფარგლებში.

პორტალის მიზანია ერთიან ელექტრონულ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში თავი მოუყაროს ქსელების საუკეთესო შემოთავაზებებს და ფასების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება და ხელი შეუწყოს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ის მას მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს, ამასთანავე მხარს დაუჭერს სექტორში კონკურენციის გაძლიერებას.
შეხვედრას, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე უძღვებოდა,
ცოტნე ცაბაძე