მიხეილ სააკაშვილი – თუ ივანიშვილი გააგრძელებს რუსებთან ლოიალობას, ამერიკას მტრად გადაიკიდებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს.
„აგერ ყურისძირში, სომხეთში, რუსეთმა ძალიან მწარე დამარცხება განიცადა. უკრაინამ წლის დასაწყისიდან თავისი ტერიტორიის 700 კვ კილომეტრამდე გაათავისუფლა დამპყრობლებისგან. პუტინს ძალიან უჭირს და ზელენსკის საიდუმლო შიკრიკებს უგზავნის.
ევროპა საბოლოოდ დაირაზმა და ორბანის დამარცხების შემდეგ, უკრაინას მთელი დაფინანსება გაეხსნა. ნატო 70 მილიარდს აძლევს, ამერიკელები ღიად გადმოვიდნენ რუსების პოზიციების შევიწროებაზე მთელს რეგიონში.
ასეთი რამე არ მომხდარა რეიგანის შემდეგ. ამასვე ადასტურებს მათი აქტიურობა ჩვენს რეგიონში, თუ ივანიშვილი გააგრძელებს რუსებთან ლოიალობას და აუცილებლად გააგრძელებს, ის ამერიკას მტრად გადაიკიდებს.
აქ კი ისევ ძველებურ პროცესს ვაკვირდებით – ივანიშვილს მაინც ვერ ვამარცხებთ და იქნებ რაღაც გამორჩენა მაინც ვნახოთ, მათ შორის, მიშას დაგმობით. ასეთი მიდგომა საერთოდ აიგნორებს მსოფლიო ტენდენციებს.
დროა, ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან და დავასხდეთ გამარჯვების ტალღას“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.