მინისტრი ოქტომბერში დაგეგმილ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
By

მინისტრი ოქტომბერში დაგეგმილ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, ოქტომბერში დაგეგმილ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე გაეცნო. მას ღონისძიების კონცეფციისა და ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა სოფო ლაზიშვილმა და სოფო სანიკიძემ მიაწოდეს.

ღონისძიების მიზანი პეტრას ციხე-ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა, პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობის დაინტერესებაა.

ელისო ბოლქვაძე ასევე გაეცნო წელს პეტრას ციხეზე განხორციელებულ სამუშაოებს, ვიზიტიორთა რაოდენობის დინამიკასა და სამომავლო გეგმებს.

მინისტრის განცხადებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-წარმოჩენა მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების, ეროვნული ღირებულებების დაცვისა და კულტურული ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ცნობისთვის, 2026 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პეტრას ციხის ტერიტორიაზე განახორციელა სამეურნეო ნაგებობის საკონსერვაციო სამუშაოები, მოწესრიგდა განათება. დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სამუზეუმო სივრცეები, სადაც განთავსებულია არქეოლოგიური კვლევა-ძიებისას აღმოჩენილი არტეფაქტები. იანვარ-ივლისში პეტრას ისტორიულ ციხესიმაგრეს 25 000-მდე ვიზიტიორი ეწვია.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *