მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესი დაიწყო
By

მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესი დაიწყო

მეფუტკრეობა აჭარის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება  სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. დარგის მხარდაჭერა ხელს უწყობს ადგილობრივი მეფუტკრეების გაძლიერებას, წარმოების განვითარებასა და ფუტკრის ოჯახების გამრავლებას.

ქედის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესი დაიწყო.

ქედის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს 550-მდე სკა გადაეცემათ. ქვეპროგრამა აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ჯამში, მეფუტკრე ფერმერებისთვის 2 000 სკის გადაცემას ითვალისწინებს.

ქედის მუნიციპალიტეტში სკების განაწილების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე,  აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე  და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • სექტემბერი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *