By
მარკო რუბიო ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იტალიაში ჩავიდა, სადაც რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდება. შემდეგ მოლაპარაკებებს ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან გამართავს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გასულ თვეში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი საჯაროდ გააკრიტიკა, მისივე კრიტიკის ობიექტი გახდა რომის პაპიც.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი – საშინელია“. მისივე თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. საპასუხოდ რომის პაპმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია და ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.