„ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა
By

„ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„პატივი მივაგეთ 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ამ დიდმა დანაკარგმა უმძიმესი კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. თითოეული გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე ჩვენი საერთო ტკივილია.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

მარადიული ხსოვნა გარდაცვლილთა ნათელ სულებს“, – აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *