ლევან გოგიჩაიშვილი – ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე
By

ლევან გოგიჩაიშვილი – ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე

ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა.   აღნიშნულს  ეხმაურებიან ოპოზიციაში. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე შეფასება იმ ქვეყნებმა უნდა გააკეთონ, რომლებიც შესაბამისი ორგანიზაციის წევრები არიან.

„სუვერენული ქვეყნები არიან, საკუთარი პარლამენტი ჰყავთ, თავის მთავრობას თვითონ ირჩევენ. ასეთ საკითხებზე ჯობია თვითონ ისაუბროს იმ ხალხმა, ვინც ამ კავშირის წევრები არიან. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ არ ვართ ამ ორგანიზაციის წევრი. შესაბამისად, ვერც სამართლიანობას ვერ ვიგრძნობთ ამ გადაწყვეტილებაში და ვერც უსამართლობას იმიტომ, რომ არ ვეკუთვნით ამ სივრცეს, სამწუხაროდ. როცა ვიქნებით, მერე შეიძლება ასეთი კომენტარების კეთება“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *