„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
By

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილის განცხადებით, ცვლილების შედეგად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობა. ნებართვა გაიცემა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არა უმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

დაკონკრეტდა ნებადართული საექსპერტო საქმიანობის ჩამონათვალი. ესენია: საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრის საქმიანობა, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრის საქმიანობა, სააპელაციო საბჭოს წევრის საქმიანობა, ადრეული აღზრდისა და განათლების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ექსპერტის საქმიანობა, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ექსპერტის საქმიანობა, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამების ექსპერტის საქმიანობა.

 

  • No Comments
  • აპრილი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *