კოლეჯ ,,ბლექსში“ ოთხ პროფესიულ პროგრამაზე სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო
By

კოლეჯ ,,ბლექსში“ ოთხ პროფესიულ პროგრამაზე სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო

14 სექტემბერს კოლეჯ ,,ბლექსში“ საგაზაფხულო რეგისტრაციისას ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლა დაიწყო. ჯამში ოთხი პროფესიული პროგრამის (სასტუმროს მომსახურების, კომპიუტერული ქსელის და სისტემების, ელექტრობის და ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის) 100-ზე მეტი სტუდენტი დღეიდან პირველ ნაბიჯს დგამს პროფესიულ განათლებაში. პროფესიულ სტუდენტებს კოლეჯ ,,ბლექსის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე მიესალმა. ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობებს, რასაც კოლეჯი ,,ბლექსი“ იძლევა. პროფესიული სტუდენტების სწავლება პრაქტიკულ გარემოში წარიმართება. მათ სწავლას 100%-ით სახელმწიფო აფინანსებს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც: 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
მეორადი ჩარიცხვა უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ წელს, გამონაკლისი წესით, მხოლოდ ერთხელ განხორციელდება.

  • No Comments
  • სექტემბერი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *