კახა კალაძე – ოპოზიციური პარტიები ცდილობენ შეასრულონ გარედან მისული დავალებები
By

კახა კალაძე – ოპოზიციური პარტიები ცდილობენ შეასრულონ გარედან მისული დავალებები

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მათ არავითარი რესურსი აღარ გააჩნიათ.

მის თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებების შესრულებით არიან დაკავებულები.

„ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის, ვინ ვინ არის. იცის ის, რომ ოპოზიცია ჩართულია ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. ცდილობენ, შეასრულონ გარედან მისული დავალებები. ცხადია, არა სამშობლოს სასიკეთოდ, რადგან გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურთ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, უკრაინა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ამას რომ ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

  • No Comments
  • სექტემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *