By
იტალიურ ტელეარხზე სიუჟეტი გონიო-აფსაროსის ციხეზე
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები პოპულარული იტალიური ტელეარხის RAI3 ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, RAI3-ის პოპულარულ გადაცემაში „კილიმანჯარო“, რომელსაც მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, დრო სიუჟეტს გონიო-აფსაროსის ციხეზე დაუთმო.
გადაცემის წამყვანმა, იტალიაში ცნობილმა მწერალმა და მოგზაურმა მასიმილიანო ოსინიმ, იტალიელებს საქართველოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი და გონიოს ციხის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააცნო.