ირანში ოპერაცია „მენდე, ძმაო“ ჩაიშალა
By

ირანში ოპერაცია „მენდე, ძმაო“ ჩაიშალა

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი პასუხობს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ჰორმუზის სრუტის გახსნის ოპერაციის „პროექტ თავისუფლების“ შეჩერების შესახებ.

„ოპერაცია „მენდე, ძმაო“ ჩაიშალა. ახლა კი რუტინას დავუბრუნდეთ, ოპერაცია „ფალსიოსი“, – წერს ღალიბაფი.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო გადაზიდვების აღდგენისკენ მიმართული მოკლევადიანი ოპერაცია „მოკლე პერიოდით“ შეჩერდება „იმის სანახავად, შეიძლება თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა“. თუმცა „ენბისი ნიუსი“ წერს, რომ ტრამპმა „პროექტი თავისუფლება“ მას შემდეგ შეაჩერა, რაც საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზებსა და საჰაერო სივრცეზე წვდომა შეუზღუდა.

 

  • No Comments
  • მაისი 7, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *